ირანის მიერ 3 აპრილს ჩამოგდებული F-15-ის ტიპის ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის დაკარგული წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, - ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი TRUTH SOCIAL-ზე ავრცელებს.
დონალდ ტრამპის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.
"ჩვენ არასდროს დავტოვებთ არცერთ ამერიკელ მებრძოლს! ის ფაქტი, რომ შევძელით ორივე ოპერაციის განხორციელება ერთი ამერიკელის დაღუპვის ან თუნდაც დაჭრის გარეშე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მივაღწიეთ ირანის ცაზე საჰაერო უპირატესობას" - აცხადებს ტრამპი.
