ისრაელში, თელ-ავივსა და სხვა ქალაქებში, ასობით დემონსტრანტმა ირანთან ომის საწინააღმდეგო აქცია გამართა. მთავარი მოთხოვნა ომის დასრულება იყო.

მას შემდეგ, რაც თელ-ავივში, ჰაბიმას მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების რაოდენობამ სასამართლოს მიერ დადგენილ 600 მონაწილეს გადააჭარბა, მანიფესტაცია უკანონოდ გამოცხადდა და ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა.

აქციის დროს 17 ადამიანი დააკავეს.