ვენესუელაში, მაშველები ნანგრევებში მოყოლილი გადარჩენილების პოვნას ჩქარობენ. ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ნგრევას, სულ მცირე 1700 ადამიანი ემსხვერპლა, ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, კვირა საღამოს, 96-საათიანი ვადა ამოიწურა, რომლის განმავლობაშიც გადარჩენილების პოვნის დიდი ალბათობა არსებობდა. მათვე ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი დახმარების გამო, მოსახლეობის ნაწილს ნანგრევების გასუფთავება საკუთარი ძალებით უწევს.
"ადგილზე მყოფი სამაშველო ჯგუფები იმედოვნებენ, რომ გადარჩენილებს იპოვიან და ძებნას იგივე მონდომებით და ყურადღებით აგრძელებენ, როგორც ამას პირველ დღეს აკეთებდნენ", - განუცხადა BBC-ს სამძებრო-სამაშველო ექსპერტმა ლი აივორმა.
როგორც BBC წერს, აივორი დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო სამსახურის (UK ISAR) ეროვნული კოორდინატორის მოადგილეა, რომელიც ვენესუელაში, ადგილობრივებთან ერთად მომუშავე ათობით უცხოური სამაშველო ჯგუფიდან ერთ-ერთია.
მედიის ინფორმაციით, მრავალფეროვანი აღჭურვილობით, საძიებო ძაღლებიდან დაწყებული ხმის დეტექტორებითა და კამერებით დამთავრებული, მაშველები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი, ცოცხლად გადარჩენილი მოქალაქეების საპოვნელად.
