Reuters-ის ცნობით, ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 445-მდე გაიზარდა.
მათივე ცნობით, დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. დაზიანდა და განადგურდა 1 300-მდე სახლი.
ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით 35 კილომეტრში დაფიქსირდა.
