Emirates Airlines-ის ვებსაიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის მოქალაქეებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შესვლა ან ტრანზიტით გავლა ეკრძალებათ, - ინფორმაციას the guardian-ი აქვეყნებს.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ Emirates-ის სავიზო ინფორმაციის განყოფილებაშია ნათქვამია.

ამასთან, მედია განმარტავს, რომ კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ, Flydubai-მ, თავის ვებსაიტზე განაცხადა, რომ ირანის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების "ოქროს ვიზა", თავისუფლდებიან ამ მოთხოვნისგან და მათ ქვეყანაში შესვლისა და ტრანზიტის უფლება აქვთ.