ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ოთხშაბათს, ცენტრალურ ისრაელსა და თელ-ავივში, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, დაშავებულთაგან თერთმეტის მდგომარეობა მსუბუქია. მათივე ინფორმაციით, ერთი 11 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 36 წლის ქალი და 13 წლის ბიჭი საშუალო სიმძიმისაა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, X-ზე გამოაქვეყნეს განცხადება "ქვეყნის ცენტრში არსებული ზემოქმედების ზონების" და იქ საგანგებო სამსახურების განლაგების შესახებ.
