ირანის მიერ მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული არტერიის - ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო, ნავთობის ფასმა ბარელზე 119 დოლარს მიაღწია.
მედიის ინფორმაციით, ეს ირანში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მაქსიმალური მაჩვენებელია.
ცნობილია, რომ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიამ დაამტკიცა "ჰორმუზის სრუტის მართვის გეგმაც". კანონპროექტი ქვეყნებს ირანთან ნავიგაციის შესახებ მოლაპარაკებებსა და ტრანზიტის საფასურის გადახდას ავალდებულებს, შტატების მოკავშირეებს კი სტრატეგიულ დერეფანში გადაადგილებას უკრძალავს.
