ამერიკელი ჟურნალისტი, შელი კიტლსონი ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გაიტაცეს, ამის შესახებ CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ინფორმაციით, გაურკვეველია, ვინ არის პასუხისმგებელი მის გატაცებაზე, თუმცა, წყაროების ცნობით, მას მუქარების შესახებ აფრთხილებდნენ, მათ შორის, ირანული დაჯგუფება "კატაიბ ჰეზბოლას" მხრიდან გატაცების შესახებ.
აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, მთავრობა იკვლევს მის გატაცებას და ერაყელებთან მუშაობს მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
