ამერიკაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) მონაცემებით, ომის დაწყებიდან ირანში, აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად, სულ მცირე 3 519 ადამიანის დაიღუპა დადასტურდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
არსებული მონაცემებით, დაღუპულთა შორის 1598 მშვიდობიანი მოქალაქეა, 1 212 სამხედრო მოსამსახურეა, ხოლო 709 მსხვერპლის ბედი გაურკვეველი რჩება. HRANA-ს ცნობით, დაღუპულთაგან 244 ბავშვი იყო.
როგორც ABC News-ი წერს, ამ ციფრების დამოუკიდებლად გადამოწმება არ შეუძლია. თუმცა, HRANA-მ (ირანის ადამიანის უფლებათა სააგენტო), თავი დაიმკვიდრა, როგორც სანდო წყარომ, ირანში, წინა არეულობების დროს, დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დროს.
