უკრაინაში, რუსული თავდასხმების გამო, სერიოზული ენერგოკრიზისია.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევში მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის, 4 000-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი კი გათბობის გარეშეა დარჩენილი და ეს მაშინ, როცა ქალაქში ჰაერის ტემპერატურა მიმდინარე კვირას -10 გრადუსამდეა.
