ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ვალენსიის რეგიონში, სტიქიის გამო, 1000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. განადგურებულია 400 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა და ავიაცია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნას მოჰყვა.
