ევროკომისიამ უნგრეთისთვის თავდაცვითი პროგრამა Security Action for Europe (SAFE)-ის ფარგლებში, 16 მილიარდი ევროს კრედიტის დამტკიცება გადაავადა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, არაოფიციალურად, პრობლემა უნგრეთის მიერ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემის დაბლოკვაშია.

"ევროკომისიას უჭირს ვიქტორ ორბანისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფაზე დათანხმება, როდესაც ის არღვევს "ლოიალური თანამშრომლობის" პრინციპს და რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნისთვის დაფინანსებას ბლოკავს", - განმარტა ევროკავშირის წარმომადგენელმა RMF FM რადიოსთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ევროკომისიამ დაამტკიცა ჩეხეთისა და საფრანგეთის SAFE-ის გადაიარაღების გეგმები. ეს ნიშნავს, რომ უნგრეთი ახლა ბოლო ქვეყანაა, რომლის SAFE-ის გეგმა ევროკომისიამ არ დაამტკიცა.