შავ ზღვაში, ბოსფორიდან 24 კილომეტრში, ნავთობის გადამზიდ ტანკერ ALTURA-ზე აფეთქება მოხდა. თუქრული მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანებულია გემბანი და ძრავის ოთახი.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი უპილოტო წყალქვეშა აპარატმა გამოიწვია.

ტანკერი ALTURA რუსეთიდან იყო გამოსული და მას 140 000 ტონა ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.

აფეთქების შემდეგ გემმა SOS სიგნალი გააგზავნა, რის შემდეგაც ადგილზე თურქეთის სამაშველო ძალები გაიგზავნა. მედიის ცნობით, გემის ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ დაშავებულა. გემზე 27 პირი იმყოფებოდა, ისინი თრქეთის მოქალაქეები არიან.