ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტს ზრდის. ევროკავშირის ქვეყნებმა ივნისში რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 14%-ით გაზარდეს, - ამის შესახებ WELT-ი წერს.
მედიის ინფორმაციით, რუსეთის შემოსავალმა LNG-ის გაყიდვებიდან დღეში დაახლოებით 60 მილიონ ევროს მიაღწია. საფრანგეთი რუსეთიდან LNG-ის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი იყო.
WELT-ის ცნობითვე, ივნისში საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მონტუარის პორტმა ოთხჯერ მეტი რუსული გაზი მიიღო, ვიდრე მაისში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის Yamal LNG პროექტიდან 136 ტვირთი მიიღეს. მათმა საერთო მოცულობამ დაახლოებით 10 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია.
