ჰორმუზის სრუტე სრულად არასოდეს გაიხსნება მანამ, სანამ შეერთებული შტატები თავის ქცევას არ გამოასწორებს, - განაცხადა ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, მოჰამად ბაქერ ზოლღადრმა.
ზოლღადრმა აღნიშნა, რომ აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ირანის მისამართით მუქარა და შეურაცხყოფა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ირანისა და მისი რეგიონული მოკავშირეების წინააღმდეგ, გაიყვანოს ირანის ბლოკადაში ჩართული საზღვაო და საჰაერო ძალები, გადაუხადოს ირანს კომპენსაცია ბოლო კონფლიქტის დროს მიყენებული ზარალისთვის, მოხსნას სანქციები და გაათავისუფლოს ირანული აქტივები.
