ომის 1628-ე დღე უკრაინაში - რუსეთმა დღეს დილით უკრაინის ქალაქ ხარკოვში სალტოვკას რაიონს დაარტყა. დაღუპულია 2 და დაშავებულია 12 ადამიანი. თავდასხმის შედეგად, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები. საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესაზეც, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.

ქალაქის რამდენიმე უბანში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა და ავტომობილები დაიწვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესას ბალისტიკური და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით დაარტყეს.

თავის მხრივ, რუსეთს უტევს უკრაინაც. დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ბელგოროდზე. რუსული მედიის ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. რუსული მხარე ირწმუნება, რომ თავდასხმის შედეგად დაახლოებით ოცდაათი შენობა, სამი სოციალური და ექვსი კომერციული ობიექტი, ასევე ოცდაათზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.