ევროპარლამენტში ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარლამენტარების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
რუმინეთის ულტრამემარჯვენეების წარმომადგენლის მიერ ინიციირებულ უნდობლობის შესახებ კენჭისყრა 10 ივლისს არის დაგეგმილი.
სესია სახელობითი კენჭისყრით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ევროპარლამენტარი ხმას საჯაროდ მისცემს. წინადადებას მხარი უნდა დაუჭიროს დაფიქსირებული ხმებიდან, სულ მცირე, ორმა მესამედმა, რაც ევროპარლამენტის ყველა წევრის უმრავლესობას წარმოადგენს.