განათლების პოლიტიკას საფრანგეთის მსგავსად ბელგიაშიც აპროტესტებენ. ქალაქ ლიეჟსა და არლონში, დემონსტრანტების მიერ სკოლების ბლოკირებას პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.

დემონსტრანტებმა ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანეს, სამართალდამცველებმა კი მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 50-ზე მეტი პირი, უმრავლესობა ამ შემთხვევაშიც, არასრულწლოვანია. დაპირისპირებისას 20-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.