გერმანელმა გამომძიებლებმა, აგვისტოში, ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ორი პირი გამოავლინეს.

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ეთნიკური რუსია, რომელსაც ლატვიის პასპორტი აქვს, მეორე კი - ბელარუსი მამაკაცია, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს.

გერმანია თვლის, რომ აგვისტოს დასაწყისში, აეროპორტში უკრაინულ სატრანსპორტო თვითმფრინავზე დრონით თავდასხმის მცდელობის უკან რუსეთი იდგა.

ბერლინის განცხადებით, ჰიბრიდულ თავდასხმას სერიოზული შედეგები მოჰყვება. განცხადების თანახმად, ბონში რუსეთის საკონსულო და ბერლინში "რუსული სახლი" დაიხურა, რომელიც, გერმანიის აზრით, ჯაშუშურ საქმიანობაშია ჩართული.

რუსეთი ლაიფციგში მომხდარ თავდასხმასთან რაიმე კავშირს უარყოფს. როგორც ოფიციალური მოსკოვი განმარტავს, გერმანიის ელჩი ოთხშაბათს ანტირუსული ქმედებების გამო დაიბარეს.