გერმანიის მთავრობამ ლაიფციგის აეროპორტში დივერსიის მცდელობაში რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულა.
ხელისუფლების განცხადებით, დაზვერვის და გამოძიების მასალები პირდაპირ მიუთითებს მოსკოვის კვალზე.
საპასუხო ზომების ფარგლებში, ბერლინი ხურავს რუსეთის გენერალურ საკონსულოს ბონში და ე.წ. "რუსულ სახლს".
ამასთან, მკაცრდება რუსეთის მოქალაქეებისთვის გერმანიაში შესვლის წესები.
მოსკოვში ბრალდებებს უარყოფენ და მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობენ.
ერთი თვის წინ, ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის სიახლოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი იპოვეს.
