ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და მისი ცენტრალური სამხედრო სარდლობის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე სულ მცირე შვიდ ბაზას დაარტყეს, სადაც აშშ-ის ჯარები იმყოფებიან ან ბაზირებულები იყვნენ. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა (IRGC) და სამხედროების მიერ ნახსენებ ბაზებს შორისაა ტაბრინის ბანაკი და პრინც ჰასანის ბაზა იორდანიაში. IRGC-მ განაცხადა, რომ ტაბრინის ბანაკზე სარაკეტო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, თუმცა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ეს ინფორმაცია უარყო.
მედიის ცნობით, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ ღამით შეტევები განახორციელეს ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ერბილში მდებარე ვრცელ სამხედრო ბაზებზე, ქუვეითში - ალი ალ-სალემის ავიაბაზაზე, ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის მნიშვნელოვან საზღვაო ბაზაზე, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - ალ-დაფრასა და ალ-მიჰადის სამხედრო ბაზებზე.
აშშ-ის სამხედროებმა არ დაადასტურეს, რომ ირანული რაკეტები რომელიმე ბაზას მოხვდა. ბაჰრეინმა და იორდანიამ განაცხადეს, რომ რაკეტები და დრონები ან ჩაჭრეს, ან ისე ჩამოვარდნენ, რომ რაიმე ზიანი არ გამოუწვევიათ.
