გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც გერმანული მედია წერს, პოლიცია  მესამე პირს  ამ დრომდე, ეძებს.

 

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართველები 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, კონსტანსის ტბის რაიონში სახლებს ძარცვავდნენ.

მედიის ინფორმაციით, მთლიანობაში, მიყენებულმა ზარალმა 20 000 ევროზე მეტი შეადგინა.

არსებული ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი კარლსრუეს რაიონში მორიგი ქურდობის დროს დააკავეს, მესამე ეჭვმიტანილი კი, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ გაიქცა.