ჰესლინკის კომისიამ საქართველოს შესახებ დაგეგმილი მოსმენა გადადო. მიზეზად კომისიამ უამინდობა დაასახელა.

ოფიციალური განცხადება უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, თუმცა ცნობილია, რომ ვაშინგტონში არსებული ყველა ფედერალური სამსახური დღეს მუშაობს და თანამშრომლებს მხოლოდ ერთსაათიანი დაგვიანების უფლება აქვთ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შეერთებული შტატების კადრების მართვის ოფისის გვერდზეც.

დღეს კომისიაში დაგეგმილი იყო კომისიის თანათავმჯდომარის, ჯო უილსონის და ლორა თორნტონის მოსმენა. საქართველოში NDI-ის მისიის ყოფილი ხელმძღვანელის, რომელიც 2025 წლიდან ტრამპის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და მას "სექსუალურ მოძალადეს" უწოდებს.

მმართველ გუნდში ეჭვი ეპარებათ, რომ მოსმენის გადადების მიზეზი უამინდობაა. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, იმ უხერხულობაზე საუბრობენ, რომელსაც კომისიაზე თორნტონის მიწვევა ქმნის.

"რამდენადაც ვიცი, ტრანსპორტირება შეფერხებულია ამერიკაში, თუმცა გაუქმებული არ არის და გადაადგილება შესაძლებელია. იყო უხერხული მომენტი, რომელზეც პასუხი თავად რესპუბლიკელებმა უნდა გასცენ. ჰელსინკის კომისიაში არა მხოლოდ დემოკრატები, არამედ რესპუბლიკელებიც არიან, ჩვენი დაუძინებელი "მეგობრები", ამ საკითხის წამოწევის სპონსორი.

მოიწვიეს ქალბატონი, რესპუბლიკელების ლიდერი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სექსუალურ მოძალადეს, მანიაკს ეძახის. ასეთ ვითარებაში, როდესაც რესპუბლიკელი კონგრესმენი, ან სენატორი იწვევ ასეთ ქალბატონს და გინდა წარმოაჩინო, რომ ის არის ობიექტური მსაჯული იმისა, რაც ხდება საქართველოში, მისი ინფორმაცია სერიოზულად მოისმინო და განსჯის საგანი გახადო, უხერხულია რესპუბლიკელების მხრიდან.

მგონია, რომ ამას გარკვეული შეფასება იქაც მიეცემა, შიდა პარტიულ დონეზეც კი, რამდენად უკავშირდება ეს იმას, რაც ბოლოს ვთქვი არ ვიცი, მაგრამ მხოლოდ ამინდს რომ არ უკავშირდება ნათელია", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.