შრი-ლანკაზე, სპილო რუსი ტურისტების მიკროავტობუსს თავს დაესხა და ავტომობილი დააზიანა. რამდენიმე ტურისტმა თავს გაქცევით უშველა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, 3-ტონიანი ცხოველი მას შემდეგ გახდა აგრესიული, რაც ავტომობილში მყოფმა ერთ-ერთმა ტურისტმა მისთვის საკვების მიცემა სცადა.
მედიაში გავრცელებულ კადრების ჩანს, როგორც ცდილობს სპილო ავტომობილის გადაბრუნებას, რა დროსაც მიკროავტობუსის კარი მოაგლიჯა, 2 ტურისტი, მათ შორის 11 წლის მოზარდი, თავს გაქცევით შველიან.
სპილომ მას შემდეგ დაიხია უკან, რაც შემთხვევის ადგილს სხვა ტურისტული ავტობუსი მიუახლოვდა და ცხოველის შეშინების მიზნით "დაასიგნალა". Dailymail-ი წერს, რომ, ცხოველის შეშინების მიზნით, ადგილზე ჰაერში გასროლის ხმაც ისმოდა.
