ომი გრძელდება უკრაინაში. რუსეთის ძალების თავდასხმის სამიზნე გახდა ოდესა. დრონების აფეთქების შედეგად, ქალაქში დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია.

უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით, კომბინირებული დარტყმის შემდეგ, რთული ვითარებაა ხარკოვში, ქალაქის 80%-ს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ტემპერატურა ქალაქში ახლა -13 გრადუსია.