"თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევრობიუროკრატია არის შესული კრიზისში, ჯერ მარტო ის საკითხი რად ღირს, რომ ამერიკასთან არიან სერიოზულ დაპირისპირებაში" - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, ევროპის სახელმწიფოები რეალურ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდნენ.

"ამას ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, ევროპაში ევროპული ღირებულებები იკარგებოდა. კარგია, სამი წლის თავზე რომ მიხვდნენ, თავად ევროპული საზოგადოების უმრავლესობა ქვეყნებში, რომ გამოსასწორებელი აქვთ თავიანთი არჩევანი. ჯერ ხელისუფლებებში, რომ ეროვნულად სწორი ხელისუფლებები აირჩიონ ევროპულ ქვეყნებში და ამის შემდგომ, ბუნებრივია, რომ რაღაც გაერთიანებები თუკი იარსებებს, იმ გაერთიანებებში იყოს დაცული ნებისმიერი ევროპული ტიპის სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესები. ეს არის სწორედ ის პრინციპი, რის საფუძველზეც ზოგადად, ევროკავშირი შეიქმნა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევრობიუროკრატია არის შესული კრიზისში, ჯერ მარტო ის საკითხი რად ღირს, რომ ამერიკასთან არიან სერიოზულ დაპირისპირებაში. ამ დაპირისპირებიდან მათი ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დაფიქრდნენ, თავიანთი ქვეყნები, ევროპაში გადავიდნენ იმ რელსებზე, რასაც ჰქვია ეროვნული ღირებულებები და სუვერენული ქვეყნების შენარჩუნება," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.