ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში და-ძმის ცხედარი, სახლთან ახლოს იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არცერთ მათგანს დაზიანების კვალი არ აღენიშნება და ორივე მათგანის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მულით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.