ინდოეთის უმდიდრესი შტატის, მაჰარაშტრას, პრემიერ-მინისტრის მოადგილე, აჯიტ პავარი, ოთხ სხვა ადამიანთან ერთად, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

Reuters-ი საავიაციო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ჩარტერულ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

მედიის ცნობით, პავარი, რომელიც გავლენიანი პოლიტიკური ოჯახიდანაა, მშობლიურ რეგიონში წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.

სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის ცნობით, თვითმფრინავში, მინისტრის მოადგილის გარდა, ორი თანამშრომელი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა.