ჰოლივუდის მსახიობი, სინდი სვინი საკუთარი ნაბანი წყლით დამზადებულ საპონს გამოუშვებს.

როგორც გამოცემა independent-ი წერს, "ეიფორიას" ვარსკვლავი ერთ-ერთი ყველაზე სექსუალიზებული მსახიობია ჰოლივუდში და ხშირად ფანებისგან იღებს არასასურველ კომენტარებს თავის სხეულთან დაკავშირებით — ზოგიერთ მათგანს, მისი აბაზანის წყლის დალევის სურვილიც კი გამოუთქვამს.

"როდესაც ფანები შენი აბაზანის წყალს ითხოვენ, შეგიძლია ეს ან დააიგნორო, ან ეს იდეა Dr. Squatch-ის საპნად გადააქციო," — განაცხადა მსახიობმა პრესრელიზში, რომელშიც თავისი ახალი საპონი "Bathwater Bliss" წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ სიდნი სვინის ნაბანი წყლით მხოლოდ 5,000 ცალი საპონი დამზადდება. პროდუქტი გაყიდვაში ოფიციალურად 6 ივნისიდან ჩაეშვება.