აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, გადაბრუნებული სატვირთოდან, დაახლოებით 250 მილიონი ფუტკარი გაიქცა. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

სატვირთო ავტომობილი, კანადის საზღვართან ახლოს, გზაზე გადაბრუნდა, მას 31 750 კგ თაფლი გადაჰქონდა.

“ჩვენი მთავარი მიზანია, ფუტკრებს საშუალება მივცეთ, სკებში ხელახლა დაბრუნდნენ და თავიანთი დედა ფუტკარი იპოვონ“ - აცხადებენ სამართალდამცველები.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავარიის ადგილი ოპერაციის დასრულებამდე დახურული იქნება.