გერმანიის ქალაქ კიოლნში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 3 აუფეთქებელი ბომბის აღმოჩენის გამო, 20 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მედიის ცნობით, ოთხშაბათს დილით, ქალაქის ცენტრის დიდი ნაწილი შემოსაზღვრული იყო, რადგან ექსპერტები ბომბების გაუვნებელყოფას აპირებდნენ. 80 წლის განმავლობაში კიოლნის ცენტრალურ უბანში შეუმჩნეველი ბომბები ამერიკული წარმოების იყო. მათგან ორი 90-კილოგრამიანი და ერთი 45 კილოგრამიანი იყო.

ბომბების სიდიდიდან გამომდინარე, ტერიტორია 1000 მეტრის რადიუსით შემოისაზღვრა. ქალაქის ევაკუაციის ზონა მოიცავდა კიოლნის მთელ ძველ ნაწილს, 58 სასტუმროს, სამ ხიდს, მერიას, მატარებლის სადგურს, ასევე რამდენიმე მუზეუმს, საავადმყოფოს და ორ მოხუცთა თავშესაფარს.