ინდოეთში, ბენგალურუს კრიკეტის სტადიონთან მომხდარ ჭყლეტაში 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. 

სტადიონზე მასპინძელი გუნდის ინდოეთის პრემიერ ლიგის გამარჯვების აღლუმი იმართებოდა.

ოთხშაბათს, ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა დახვედროდა Royal Challengers Bengaluru-ის (RCB) გუნდს, რომელმაც წინა დღეს, ინდოეთის IPL კრიკეტის ფინალში Punjab Kings-ის გუნდი დაამარცხა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, ისინი ხალხის ასეთ რაოდენობას არ ელოდნენ.

პოლიციის ოფიცერმა BBC-ს განუცხადა, რომ გამარჯვების აღლუმზე 200 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა, თუმცა ისინი ამ რაოდენობის მხოლოდ ნახევარს ელოდნენ.

მედიის ცნობით, ჭყლეტის დაწყების დროს სტადიონის კარი გაღებული არ იყო და მოქალაქეები ვიწრო გასასვლელებში გაძრომას ცდილობდნენ, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.