დღეს, 25 მაისს, ხობში გაიმართა დასავლეთ საქართველოს სუპერლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა, რომელშიც სამტრედიის „იანეთი“ შუახევის „ახალდაბას“ დაუპირისპირდა. მატჩი „იანეთის“ უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

გუნდი პირველივე წუთებიდანვე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მოწინააღმდეგეზე თამაშის კონტროლი სრულად აიღო. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი თითოეულმა ფეხბურთელმა შეიტანა, ხოლო გოლები შემდეგმა მოთამაშეებმა გაიტანეს:
• ნიკა ხვადაგიანი
• გოდე გაგოშიძე
• ლუკა ჯანელიძე
• ბექა ძიგუა
მატჩი გუნდური სულისკვეთებითა და მობილიზებული თამაშით გამოირჩეოდა, რაც საბოლოო შედეგშიც აშკარად აისახა. „იანეთის“ ეს გამარჯვება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიმდინარე სეზონში შემდგომი წარმატებისკენ.
გუნდი მომდევნო შეხვედრას სენაკის წარმომადგენელ გუნდთან გამართავს.