თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ნატო-ს საჰაერო თავდაცვამ, ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მესამე ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთმა თეირანს ახსნა-განმარტება მოსთხოვა - წერს Reuters-ი.

ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით გაშვებული პირველი ირანული ბალისტიკური რაკეტა 4 მარტს, მეორე კი 9 მარტს ჩამოაგდეს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პირველი რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში შესვლისას ჩამოაგდეს, მეორე კი მათი საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ.

თურქეთმა მესამე რაკეტის სამიზნე არ გაამხილა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში შედიოდა. თუმცა, Reuters-ის წყაროსა და სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოების თანახმად, სამხრეთ ადანას პროვინციაში, ინჯირლიკის საჰაერო ბაზასთან ახლოს, აფეთქების ხმა გაისმა და ფანჯრები შეირყა.