გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების შესახებ აშშ-ის ნაბიჯები გააკრიტიკა და მას "არასწორი" უწოდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ნორვეგიაში გამოსვლისას, სადაც ის ნატოს სამხედრო წვრთნებს აკვირდება, გერმანიის კანცლერმა განაცხადა: "მინდა აბსოლუტურად ნათლად განვაცხადო: რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს გამოწვეული, ახლა სანქციების შემსუბუქება, ჩვენ არასწორად მიგვაჩნია".

კანცლერი მერცი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ჩართვას ეწინააღმდეგება, რასაც ბევრი ევროპული ქვეყანა იზიარებს.

ცნობისთვის, ნავთობის ფასების ზრდის შეკავების მცდელობის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაციამ, დროებით, სანქცირებული რუსული ნავთობის ზღვით გადაზიდვის და გაყიდვის ნებართვა გასცა, რაც სავარაუდოდ, კრემლისთვისაც სასარგებლო იქნება.