"ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი კატასტროფული ხდება რეგიონში მცხოვრები მილიონობით ბავშვისთვის", - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF).

UNICEF-ის ინფორმაციით, 28 თებერვლიდან, ირანზე აშშ-ისრაელის პირველი დარტყმების დაწყებიდან, ძალადობის შედეგად 1 100-ზე მეტი ბავშვი დაშავდა ან დაიღუპა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს მოიცავს ირანში, სავარაუდოდ, მოკლულ 200 ბავშვს, ლიბანში 91-ს, ისრაელში 4-ს და ქუვეითში ერთს.

"არაფერი ამართლებს ბავშვების მკვლელობასა და დასახიჩრებას, ან იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების განადგურებასა და მოშლას, რომლებზეც ბავშვები არიან დამოკიდებულნი", - ნათქვამია დოკუმენტში.

UNICEF-ი აცხადებს, რომ უერთდება გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მოწოდებას "საომარი მოქმედებების დასრულებისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყების" შესახებ.