პარასკევს, Fox News Radio-სთან ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, ირანს გარკვეულ დახმარებას უწევდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"ვფიქრობ, ის ალბათ ცოტათი ეხმარება მათ [ირანს], კი, ალბათ. ალბათ ფიქრობს, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, არა?" - განაცხადა ტრამპმა "ბრაიან კილმიდის შოუში“.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისი ქვეყანა დახმარებას გაუწევს შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების წინააღმდეგ, დახმარების თხოვნის საპასუხოდ.
თუმცა, როდესაც ტრამპს ჰკითხეს, უწევდა თუ არა უკრაინა აშშ-ს მსგავს დახმარებას, ტრამპმა უპასუხა, რომ შეერთებულ შტატებს დრონებისგან თავდაცვაში დახმარება არ სჭირდება.
