თემქაზე, სავაჭრო ცენტრ "უნივერსამთან" ქალს ტრაილერი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ის ადგილზე დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
