აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი პენტაგონში ბრიფინგს მართავს. მან სიტყვით გამოსვლა ირანის შესაძლებლობების მიმოხილვით დაიწყო.

"მალე, ძალიან მალე, ირანის ყველა თავდაცვითი ობიექტი განადგურდება", - განაცხადა ჰეგსეთმა.

"მაგალითად, ორი დღის წინ, ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების მთელი სიმძლავრე, ყველა კომპანია, რომელიც ამ რაკეტების ყველა კომპონენტს აწარმოებს, ფაქტობრივად, მწყობრიდან გამოსული და განადგურებული იყო. ირანის მასშტაბით შენობები, კომპლექსები და საწარმოო ხაზები განადგურდა", - თქვა მან და დასძინა, რომ პარასკევს აშშ-ის მიერ დარტყმების ყველაზე ბევრი რაოდენობა იქნება დაფიქსირებული.