ამერიკელი მომღერლის, ჯესი ჯეის განცხადებით, მას ადრეული სტადიის ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

37 წლის ვარსკვლავმა დიაგნოზის შესახებ "ინსტაგრამზე" დაწერა და თქვა, რომ ოპერაციის გაკეთებას აპირებს. მისი თქმით, ლონდონის უემბლის სტადიონზე, Capital"s Summertime Ball-ზე გამოსვლის შემდეგ გაიკეთებს, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს ჩატარდება.

მომღერალმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს კვლევებს იტარებდა.

"კიბო ნებისმიერი ფორმით ცუდია, მაგრამ მე მხარს ვუჭერ სიტყვას "ჯერ ადრეა", - თქვა მან ვიდეო მიმართვაში.