საქართველოში UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი და ბლოგერი, ნინა დრამა ჩამოვლენ. ამის შესახებ დვალიშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვიზიტს ბრძოლის შემდეგ გეგმავს.

"გამარჯობა საქართველო, ჩემი ბრძოლის შემდეგ საქართველოში ჩამოვალ და გნახავთ ყველას. მოვდივართ მე და ნინა და სულ მალე ერთმანეთს შევხვდებით", - განაცხადა დვალიშვილმა.