mpress.ge დღეს გიამბობთ დავით კოხრეიძეზე - სამტრედიელ სპორტსმენზე, რომელიც ამჟამად, თბილისში აგძრელებს კარიერას
დავით კოხრეიძე სამტრედიაში დაიბადა და საფეხბურთო კარიერის მანძილზე, არაერთ წარმატებას მიაღწია. სხვადასხვა პერიოდში ასპარეზობდა სამტრედიის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში.
ასევე, იგი თამაშობდა სამტრედიის, ლანჩხუთის "გურიის", ტყიბულის "მეშახტეს", ხონის "იმერეთსა" და აბაშის "ზანაში".
ახალგაზრდა სპორტსმენი ამჟამად, თამაშობს, თავდაცვის სამინისტროს გუნდ "არმიაში".
ასევე არის, სოფელ "იანეთის" გუნდის თანადამფუძნებელი და მოქმედი კაპიტანი.
ამასთან, იგი "იანეთთან" ერთად, წინა სეზონში გახდა crocobet მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული და 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი.
როგორც მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, მას თბილისის ,, არმიას “ რიგებში მოგებული აქვს ფუტსალის თასი და ახლაც ირიცხება თბილისის "არმიის" რიგებში.
ამასთან, იგი თამაშობს თბილისის მასტერ ლიგა პირველში, ასევე, ირიცხება თბილისის მერიის გუნდში.
ყველა ზემოაღნიშნული ასპარეზის პარალელურად, სსკ ,, იანეთის “ კაპიტანი გახლავთ ქვიშის ფეხბურთის ეროვნულ ნაკრების წევრიც.
მასალა მომზადებულია დავით კოხრეიძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიიდან.