ხუთშაბათს, დილით ადრე, ერაყის პორტ "ბასრაზე" თავდასხმას, სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ხელისუფლება იძულებული გახდა, შეეჩერებინა ქვეყნის ყველა ნავთობტერმინალის ფუნქციონირება, განაცხადეს ოფიციალური პირებმა.

ერაყის გენერალური პორტების კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფარჰან ალ-ფარტუსიმ განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო გემი, რომელსაც სპარსეთის ყურეში, "ბასრას" პორტში ნავთობი ერთი გემიდან მეორეზე გადაჰქონდა. მან დასძინა, რომ გაურკვეველია, თავდასხმის ინსტრუმენტი უპილოტო აპარატი იყო თუ რაკეტა.

თავდასხმის შემდეგ, მაშველებმა ერთი ცხედარი იპოვეს და 38 დაშავებულს დახმარება აღმოუჩინეს. ფარჰან ალ-ფარტუსის თქმით, ერაყში კომერციული პორტები ღია დარჩა, თუმცა ნავთობტერმინალები დაკეტილია.