დუბაიში, Dubai Creek Harbour-ის რაიონში, ელიტურ საცხოვრებელ ცათამბჯენს დრონი შეეჯახა.
დუბაის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, შემთხვევაზე ხელისუფლებამ რეაგირება დროულად ოპერატიულად მოახდინა.
ხელისუფლების ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და ყველა მაცხოვრებელი უსაფრთხოდაა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
