ხუთშაბათს დილით, ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტს რამდენიმე დრონი დაესხა თავს, რამაც მატერიალური ზარალი გამოიწვია, განაცხადა ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KUNA-ს მიერ გამოქვეყნებული მთავრობის განცხადების თანახმად, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ქვეყნის საჰაერო სივრცე ამჟამად ირანთან ომის გამო დაკეტილია.

განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ირანმა რეგიონში ენერგომატარებლებზე საპასუხო თავდასხმების ახალი ტალღა წამოიწყო და ერაყის წყლებში, ორ უცხოურ ნავთობტანკერზე თავდასხმა განახორციელა.