ტაილანდში, ფხუკეტში, ტურისტი ვეფხვმა დაგლიჯა, როდესაც ის ცხოველთან ფოტოს გადაღებას ცდილობდა.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ვეფხვთან "სელფის" გადასაღებად იმუხლება და ხელს ხვევს, რა დროსაც ცხოველი მას თავს ესხმის.

ვეფხვის დამშვიდება მწვრთნელმა შეძლო, რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო.

მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად მამაკაცმა მცირე ტრავმა მიიღო. შემთხვევა Tiger Kingdom-ში მოხდა, რომელიც პოპულარული ტურისტული ადგილია.