დაძაბული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში. ჰორმუზის სრუტეში, ომანის სანაპიროსთან, გაურკვეველი წარმომავლობის ჭურვი ერთ-ერთ სავაჭრო გემს მოხვდა. გემის დაზიანებისა და ეკიპაჟის მდგომარეობის შესახებ დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც მედია წერს, მსგავსი ინციდენტები ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაფიქსირდა, რაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო გადაზიდვებს. ამ ფონზე დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეერთებულ შტატებთან შეთანხმების გასაფორმებლად "ბოლო შანსი" აქვს. მისი თქმით, ვაშინგტონი ამ ეტაპზე სამხედრო დარტყმებისგან თავს იკავებს, რადგან კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირება სურს.
