იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ქვეყნის რამდენიმე უმსხვილეს ქალაქში იგრძნობოდა. ხელისუფლებამ რეგიონების ნაწილში ცუნამის საშიშროება გამოაცხადა.
სანაპირო ზოლის მიმდებარე ზონებიდან 6000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
სულ რამდენიმე დღის წინ, იაპონიაში, მასშტაბური მიწისძვრის გამო, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
