ინდოეთში მკვლელი სპილო ადგილობრივ მოსახლეობას დასდევს. სულ რამდენიმე დღეში, ცხოველმა 20-ზე მეტი ადამიანი მოკლა, მათ შორის სამი ბავშვია.
ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში ვრცელდება. მათი ცნობით, სპილომ 10 დღეში 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ის ჯერ კიდევ თავისუფლებაზეა.
გაგიჟებული სპილო, რომელიც აღმოსავლეთ ინდოეთში, ჯარხანდის შტატში მოსახლეობას თავს ესხმის, ამჟამად უკიდურესი აგრესიის მდგომარეობაშია, რომელიც გამოწვეულია ტესტოსტერონის უეცარი მომატებით (ნორმაზე 60-ჯერ მეტი).
ექსპერტების განმარტებით, სპილოების სიგიჟე, როგორც წესი, 30-დან 45 დღემდე გრძელდება.
