ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ირანი და შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ და თეირანი მოლაპარაკებებს მანამ არ დაიწყებს, სანამ ვაშინგტონი ივნისში ხელმოწერილი დროებითი შეთანხმების პირობებს არღვევს.

არაღჩიმ დასძინა, რომ მხარეებს შორის შეტყობინებები შუამავლების მეშვეობით იცვლებოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ირანის პოზიცია, რომ თეირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტის შესახებ შეთანხმება დასკვნით ეტაპზეა, მაგრამ არ ითვალისწინებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის ხელახლა გახსნას.

როგორც Reuters-ი წერს, საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გამოქვეყნებულ კომენტარში მან განაცხადა, რომ შეთანხმება განსაზღვრავს ახალ საზღვაო მარშრუტებს, რომლებიც გამოყენებული იქნება მას შემდეგ, რაც აშშ დააკმაყოფილებს სხვა პირობებს და სრუტე ხელახლა გაიხსნება საზღვაო გადაზიდვებისთვის.